ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ბილ ბროუდერის წინააღმდეგ ახალ გამოძიებას იწყებს


რუსეთი აცხადებს, რომ კრემლის აქტიური კრიტიკოსის, წარმოშობით ამერიკელი ფინანსისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ისინი იძიებენ ბრალდებას ბროუდერის წინააღმდეგ და იკვლევენ იმას, თუ როგორ მართავდა ბროუდერი "ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ბანდას". ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ბროუდერის დასაკავებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. თუმცა ეს პირველი მცდელობა აქ იქნება. რუსეთმა ბროუდერი ინტერპოლს აქამდეც რამდენჯერმე გადასცა, თუმცა ამ უკანასკნელმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან ის "პოლიტიკურად მოტივირებულად" ცნო.

ვლადიმირ პუტინისა და მისი ხელისუფლების კრიტიკის გამო 2005 წელს ფინანსისტს რუსეთში შესვლა აუკრძალეს. 2012 წელს ის აქტიურად ლობირებდა მაგნიტსკის აქტს, რომლითაც აშშ-მა სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა იმ რუს თანამდებობის პირებს, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევასთან და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში. რუსეთის ხელისუფლება კი ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი თეორია, რომლის თანახმადაც, ბროუდერი თავად იდგა მისი კომპანიის "ერმიტაჟ კაპიტალ მენეჯმენტის" ყოფილი თანამშრომლის სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის უკან. მაგნიტსკი პოლიციის დაკავების იზოლატორში 2009 წელს გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG