ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი ტერიტორიულ მიღწევებზე საუბრობს - რუსულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა


უკრაინელი სამხედროები ახლად გათავისუფლებულ სოფელ ნესკუჩნეში, ფრონტის ხაზთან.
უკრაინელი სამხედროები ახლად გათავისუფლებულ სოფელ ნესკუჩნეში, ფრონტის ხაზთან.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა. საჰაერო თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი და საწყობი იყო.

უკრაინელი უფიციალური პირების განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი - საწყობში. თავდასხმის შედეგად 28 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

„რუსი მკვლელბი აგრძელებენ თავის ომს საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგ, ჩვეულებრივი ქალაქებისა და ხალხის წინააღმდეგ“ - წერს ზელენსკი „ტელეგრამში“

მოსკოვი უარყოფს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა, თუმცა რუსულმა ძალებმა, საცხოვრებელ კორპუსებზე, არაერთხელ განახორციელა თავდასხმა შორი რადიუსის რაკეტებით. ასეთივე თავდასხმას, ექვსი კვირის წინ, უკრაინის ქალაქ უმანში 25 ადამიანი ემსხვერპლა.

მიმომხილველთა ნაწილი აცხადებს, რომ გასულ კვირას, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. თუმცა, კონტრშეტევა საწყის ეტაპზეა და მასში ასევე უნდა ჩართოს დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, ასევე დასავლური აღჭურვილობა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელთა ავთენტურობა დადასტურებულია აჩვენებს, რომ უკრაინამ უკვე იმაზე მეტ ტერიტორიაზე აღიდგინა კონტროლი, ვიდრე ნებისმიერ დროს, ნოემბრის შემდეგ. თუმცა, უკრაინულ ძალებს, ჯერ კიდევ არ აქვს გარღვეული რუსული ძალების მთავარი თავდაცვითი ხაზები.

უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციების პარალერულად, მოსკოვი კიევს საზღვრისპირა რეგიონების დაბომბვაში ადანაშაულებს. კურსკის გუბერნატორმა სამშაბათს განაცხადა, რომ საზღვრის მახლობლად, რეგიონის ორ სოფელში, რამდენიმე სახლი დაზიანდა და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდდა. კიევს, რუსეთში მომხდარი ინციდენტების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია.

კიევი აცხადებს, რომ სამშაბათს გამთენიისას, თავდაცვითმა ძალებმა, ყველა რუსული რაკეტა გაანადგურა, რომელთა სამიზნე დედაქალაქი იყო.

პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინამ ამ დროისთვის შვიდი დასახლება დაიბრუნა. ჯარები დაწინაურდნენ 6,5 კმ-მდე და დაიკავეს 90 კვადრატული კმ ტერიტორია, სამხრეთის ფრონტის ხაზის 100 კმ სიგრძის მონაკვეთზე.

რუსეთი არ აღიარებს უკრაინის რაიმე მიღწევებს და ამბობს, რომ მისმა ძალებმა მოიგერიეს უკრაინის თავდასხმები სოფლების მაკარივკას, რივნოპილისა და პრეჩისტივკას მახლობლად.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG