ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაშხლის დანგრევა სასურსათო უსაფრთხოების მხრივაც უზარმაზარ პრობლემებს გამოიწვევს - გაერო


გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თვლიან, რომ კახოვკის ჰესზე კაშხლის ჩამოშლა უზარმაზარ გავლენას იქონიებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. განცხადება 13 ივნისს მარტინ გრიფიტსმა გააკეთა. ის გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეა ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით.

გრიფიტსი ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდის უკრაინული ჰიდროელექტროსადგურისთვის მიყენებული ზიანის გამო, მთელ მსოფლიოში სურსათზე ფასები გაიზრდება. მისი თქმით, შესაძლოა, ასობით ათას ადამიანს სასმელი წყლის პრობლემებიც შეექმნას.

კახოვკაში მდებარე რეზერვუარიდან სასმელი წყალი დაახლოებით 700 000 ადამიანს მიეწოდებოდა. სუფთა წყლის გარეშე კი ისინი და განსაკუთრებით კი ბავშვები, დაავადებებისადმი გაცილებით მგრძნობიარენი იქნებიან.

"ეს პურის ბეღელია - საქმე მთელ ამ ტერიტორიაზე, შავი ზღვის და ყირიმისკენ ცუდად არის. პურის ბეღელია არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის... ისედაც უკვე გვქონდა სირთულეები სასურსათო უსაფრთხოების მხრივ, დარწმუნებული ვარ, პრობლემები გაღრმავდება" - განაცხადა გრიფიტსმა ბრიტანულ მაუწყებელთან "ბი-ბი-სი", საუბარში.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა იყო 6 ივნისს უკრაინაში კაშხლის დანგრევის მიზეზი, რამაც რაიონში 18 კუბური კილომეტრის მოცულობის წყლის გაჟონვა გამოიწვია. "ვისაც არ უნდა ჩაედინა ეს, მან ჟენევის კონვენცია დაარღვია" - თქვა გრიფიტსმა.

ნორვეგიელი სეისმოლოგების და ამერიკული სატელიტების მონაცემებით, კახოვკის კაშხალზე მომხდარი ინციდენტი აფეთქებას ჰგავს. უკრაინა და რუსეთი კაშხლის დანგრევის ფაქტში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კახოვკის ჰესი და უკრაინელთა კონტრიერიში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:20:44 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG