ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2021 წელს რუსეთში ხანძარმა 18 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა


russia

რუსეთმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ტყის ხანძრების გამო, რეკორდულად დიდი რაოდენობის ტყის მასივი დაკარგა. ორგანიზაცია "გრინფისის" ინფორმაციით, ხანძარმა მხოლოდ ერთ წელში, დაახლოებით, 18,13 მილიონი ჰექტარი სრულად გაანადგურა. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე დიდი რაოდენობით ტყის მასივი მანამდე რუსეთმა 2012 წელს დაკარგა. მაშინ ცეცხლმა 1 წელიწადში 18,1 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

"გრინფისის" მონაცემებით, რუსეთში ერთ წელში განადგურებული ტყის ფართობი, დაახლოებით, ამერიკის შტატი ოკლაჰომის ზომისაა.

წლის განმავლობაში ხანძრები დაფიქსირდა ციმბირში, იაკუტიაში, რუსეთის ჩრდილო დასავლეთ კარელიაში, ვოლგის ცენტრალურ რეგიონში და სხვაგან. იაკუტიას ტყის ხანძრების დროს კვამლმა ჩრდილოეთ პოლუსამდე მიაღწია.

"გრინფისის" მონაცემებით ტყის ხანძრების რაოდენობის ზრდა რუსეთში კლიმატური ცვლილებებით არის განპირობებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG