ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

9 საქმეზე ბრალდებული  მეგის ქარდავა კიევმა თბილისს გადასცა 


სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას რუსთავის პენიტენციალურ დაწესებულებაში მოათავზებენ. ქარდავას ექსტრადიცია კიევიდან თბილისში მოხდა.

ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 15-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ის ამ დროისთვის 9 საქმეში დამნაშავედ არის ცნობილი. მათ შორის არის თეთრაძის საქმე და „ციხის ბუნტის“ საქმეები.

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითზე განცხადება გაკეთდა პროკურატურაში, მათ ქარდავას ექსტრადაციის პროცესზე დეტალურად ისაუბრეს.

"ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრიდიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე,"- ითქვა პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG