ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარი ნოვგოროდის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში


ხანძრის გამო, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა. მსგავსი ხანძარი რუსეთის ფედერაციაში წელს უკვე მეორედ ხდება.

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნოვგოროდის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის გამო, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა. მსგავსი ხანძარი რუსეთის ფედერაციაში წელს უკვე მეორედ ხდება.

ნოვგოროდის რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელია, რომელიც პაციენტების გადარჩენას ცდილობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ერთი-ერთი პაციენტის პალატაში დაიწყო, სადაც ის ლოგინში სიგარეტს ეწეოდა.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოსკოვთან ახლოს მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აპრილში მოხდა. მაშინ ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG