ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარი მოსკოვის ფაბრიკაში


ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია

სამშაბათს, მოსკოვის ტანსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილმა ხანძარმა 14 ვიეტნამელი მიგრანტის სიცოცხლე შეიწირა.

ცეცხლი იეგორიევსკში მდებარე ფაბრიკის მეორე სართულზე გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, კარი დაკეტილი იყო და მუშებმა ხანძარს თავი ვერ დააღწიეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. აღსანიშნავია, რომ რუსეთში აზიიდან ჩამოსული მიგრანტები გაუსაძლის და უსაფრთხო პირობებში მუშაობენ.

გასულ წელს მოკოვის გარეუბანში ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ტაჯიკეთიდან ჩამოსული 17 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG