ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში ხანძარს 232 ადამიანი ემსხვერპლა


დაღუპულების დიდი ნაწილი კვამლითაა გაგუდული ან პანიკის დროსაა გაჭყლეტილი

ბრაზილია 232 ადამიანს გლოვობს, რომლებიც კვირას ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის გამო დაიღუპნენ. უბედური შემთხვევის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ბრაზილიის ოფიციალურიპირები აცხადებენ, რომ ქალაქ სანტა მარიაში ღამის კლუბში ძირითადად უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ შეკრებილი როცა იქ ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთი გადარჩენილი სტუდენტი ამბობს, ხანძარი შემსრულებელი ჯგუფის მიერ ჭერში ნასროლმა მანათობელმა შუშხუნამ გამოიწვია.

დაღუპულების დიდი ნაწილი კვამლითაა გაგუდული ან პანიკის დროსაა გაჭყლეტილი. ხანძრის დროს ადამიანები ცდილობდნენ ერთი კარიდან გასვლას, რომელიც მათ ერთადერთი ღია გასასვლელი ეგონათ.

ტრაგიკული შემთხვევის გამო, ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა, რომელბიც 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩენილი 500 დღის აღსანიშნად იყო დაგეგმილი. 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში და 2016 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ბრაზილია უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG