ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში რადიაციის მონიტორინგის სადგურები გაითიშა


რუსეთის სამხედრო ფლოტის პოლიგონზე საიდუმლოებით მოცული აფეთქებიდან რამდენიმე დღეში რადიაციის დეტექტორების რამდენიმე სადგური გაითიშა. ეს ქმნის შიშის საფუძველს, რომ მოსკოვი მალავს აფეთქების მასშტაბს, რომელმაც ერთი კვირის წინ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვენაში განლაგებული, ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთში მდებარე მონიტორინგის ხუთი სადგურიდან ოთხმა, მონაცემების გადაცემა გაურკვეველი მიზეზით შეწყვიტა.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლასინა ზერბომ „ტვიტერით“ გამოაქვეყნა, ორი სადგურის ოპერატორებმა თქვეს, რომ „ტექნიკურ პრობლემებს“ განიცდიდნენ. ორგანიზაციის სხვა უფროსმა ოფიციალურმა პირმა, რომლის სახელსაც არ აქვეყნებენ, „სი ენ ენ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სადგურების მუშაობის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღსადგენად, ექსპერტები რუსეთში მომუშავე პარტნიორებთან დაკავშირების მცდელობას აგრძელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG