ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ავარიის მიზეზის დადგენამდე, პილოტირებულ ფრენებს წყვეტს


„ნასამ“ განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდის დროინდელ კოსმოსურ ხომალდს ამაჩქარებლის პრობლემა აღმოაჩნდა და ავარიული დაშვება ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაშვებისთანავე, სწორედ ამიტომ მოუწია. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით აფრენილ, რუსული „სოიუზის“ რაკეტას, გაშვებიდან რამდენიმე წუთში, ავარიულად დაჯდომა მოუხდა. ხომალდის ამერიკულ-რუსული ეკიპაჟი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ოპერაციების ინტეგრირების მენეჯერმა კენი ტოდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „იმ მომენტისთვის, სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, ფრენის შეწყვეტა მოხდა“. ასტრონავტმა რიდ ვაისმანმა თქვა, რომ იმ წამს, როდესაც კოლეგის ხომალდის აფრენის დროს ამაჩქარებლის პრობლემის შესახებ შეიტყო, მისი გული გაძლიერებით ფეთქავდა.

ეს ავარია, რუსული კოსმოსური პროგრამის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების სერიიდან ყველაზე ბოლო შემთხვევაა. ამ პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი ასტრონავტების გადაყვანაც ხდება.

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ავარიის მიზეზებს იძიებენ და მის დადგენამდე, პილოტირებული ფრენები შეჩერდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG