ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში 800-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს


კვირას რუსეთის 80-ზე მეტ ქალაქში მოწყობილ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდა. პოლიციამ დემონსტრანტები ზოგან დაარბია და ასობით ადამიანი დააპატიმრა.

ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების ფონზე, საპროტესტო აქცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის და მისი მხარდამჭერების ორგანიზებით ჩატარდა. ახალი საპენსიო რეფორმის თანახმად, ქალთა საპენსიო ასაკი რუსეთში 55-დან 63 წლამდე იზრდება, კაცების კი - 60-დან 65-მდე.

მედიაში კონტრასტული ფოტოები გავრცელდა: ერთი ნაწილი ბედნიერი ამომრჩევლის გაღიმებული სახეებით, მეორე კი მომიტინგეების ცემით და დაკავებით. უფლებადამცველების ცნობით, 33 ქალაქში დაკავებულია 839 ადამიანი. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ყველაზე მეტი, 354 მოქალაქე სანკტ-პეტერბურგში დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG