ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამერიკის ახალ სანქციებს უსაფუძვლოს უწოდებს


რუსეთი კიდევ ერთხელ უარყოფს ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან კავშირს და ამის გამო დაწესებულ ახალ ამერიკულ სანქციებს „არალეგალურს“ უწოდებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები იმით, რომ გამოიყენა ნერვული აგენტი ორი რუსი პირის მიმართ. სანქცირების ღონისძიებები 22 აგვისტოდან ამოქმედდება და ძირითადად შეეხება ამერიკის მიერ ეროვნული უსაფრთხოების პროდუქტების რუსეთში ექსპორტს, როგორიცაა მაგალითად ელექტრონიკა.

კრემლმა ამერიკის ამ ნაბიჯს "მიუღებელი" უწოდა.

"ეს შეზღუდვები აბსოლუტურად უკანონოა და არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG