ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი უარყოფს ვაშინგტონში საპასუხო წერილის გაგზავნას


რუსეთი უარყოფს ამერიკაში უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე წერილობითი პასუხის გაგზავნის ფაქტს. ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ ვაშინგტონმა მიიღო საპასუხო წერილი მოსკოვიდან, რომელიც ეხმაურება ამერიკის პასუხს, კრემლის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე. რუსეთი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ შეკითხვები იყო.

რუსეთის დიპლომატიური წრეების მაღალჩინოსანმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "რია" უთხრა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წერილი ნატოს სხვა წევრებსაც გაუგზავნა. მათში საუბარია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მოსკოვი "უსაფრთხოების განუყოფელ" პრინციპებს. თუმცა, მოსკოვი ჯერ კიდევ მუშაობს წერილობით პასუხზე, რომელიც ვაშინგტონის საპასუხო შემოთავაზებებს ეხმიანება - უთხრა დიპლომატმა "რიას". აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ვაშინგტონმა და ბრიუსელმა წერილობითი პასუხები კრემლს გასულ კვირაში წარუდგინეს. მოსკოვი, უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზების ფონზე, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, მათ შორის - უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.

გასულ კვირასვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა არ უპასუხა მოსკოვისთვის მთავარ, პრინციპული მნიშვნელობის მქონე უსაფრთხოების მოთხოვნას. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მზად არის ამ საკითხებზე მოლაპარაკება გააგრძელოს.

ორივე, როგორც შეერთებული შტატები, ისე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, დაბეჯითებით აცხადებს, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი გზის არჩევის უფლება აქვს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ამერიკა, ბრიტანეთი და ევროპის კავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს.

ევროპის კონტინენტზე შექმნილი კრიზისული ვითარების თაობაზე მსჯელობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოშიც დაიწყო. უკრაინა-რუსეთის საკითხზე საგანგებო სხდომის მოწვევა ამერიკულმა მხარემ მოითხოვა და მისი მიზანი "რუსეთის მიერ რეგიონში 100 000-მდე ჯარისკაცის მობილიზების და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დესტაბილიზაციის გამომწვევი სხვა ქმედებების" განხილვაა.

კრემლის პასუხი პასუხზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:40 0:00

XS
SM
MD
LG