ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ვიზიტი ჩინეთში


რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო სფეროში და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტი და მისი ჩინელი კოლეგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პირობას დებენ. შანხაიში გამართული შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განსაკუთრებით გამოყო სამხედრო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა.

„სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის კონტაქტები ცალკე თემაა. თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია არამარტო რეგიონალური, არამედ მთელი მსოფლიოს სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი 49 ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერას ადევნებდნენ თვალს, რომლებიც ენერგიის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სფეროებში დაიდო. მოლოდინის მიუხედავად, მხარეებმა მრავალმილიარდიან პროექტზე, რუსული ბუნებრივი აირის ჩინეთში 30 წლიან ექსპორტირებაზე შეთანხმება ვერ შეძლეს. თუმცა, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთს და რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ორივე ქვეყნის საერთაშორისო სტატუსს განამტკიცებს.
XS
SM
MD
LG