ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის შემდეგ, პუტინი გამარჯვების დღეს ყირიმში აღნიშნავს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 9 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად ყირიმში ჩავიდა. ეს პუტინის პირველი ვიზიტია ნახევარკუნძულზე, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

ვლადიმირ პუტინი სევასტოპოლში სამხედრო აღლუმს და მეორე მსოფლიო ომში რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება.

დილით პარასკევს, პუტინი მოსკოვის წითელ მოედანზე 11, 000 რუსი ჯარისკაცის მსვლელობასა და რუსეთის სამხედრო ძლიერების დემონსტრირებას დაესწრო.

ამ ფონზე, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში უკრაინის უსაფრთხოების ძალებსა და პრო-რუს სეპარატისტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. მარიუპოლში დღევანდელი დაპირისპირება უფრო მასშტაბური იყო ვიდრე კვირის დასაწყისში. თვითმხილველებმა ადგილზე უკრაინის ტანკებიც დააფიქსირეს. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 8 ადამიანი.
XS
SM
MD
LG