ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ჩინეთი გიგანტური მილსადენის აშენებაზე შეთანხმდნენ


ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მოსკოვი და პეკინი შეთანხმდნენ მრავალმილიარდიანი გაზის მილსადენის აშენებაზე.

რუსეთის ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომსა“ და ჩინეთის ნაციონალური პეტროლიუმის კორპორაციას შორის შეთანხმების დეტალები ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.

ახალი ამბების ოფიციალური სააგენტო სინხუა იუწყება, რომ შეთანხმებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შანჰაიში, რეგიონალურ ფორუმზე მოაწერეს.

მილსადენის აშენებაზე მოლაპარაკება თითქმის ათი წელი მიმდიანრეობდა და მხარეები ბუნერივი აირის ფასზე ვერ თანხმდებოდნენ. ოფიციალური პირები ახლაც ამბობენ, რომ ფასთან დაკავშირებით ჯერ ისევ არსებობს უთანხმოება.

მილსადენის აშენების შემთხვევაში, რაც შეთანხმების თანახმად სავარაუდოდ 2018 წლისთვის უნდა დასრულდეს, რუსეთი ჩინეთს ბუნებრივ აირს სულ მცირე 30 წლის განმავლობაში მიაწვდის.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მოსკოვს შეიძლება დათმობაზე წასვლისკენ უბიძგოს ფასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG