ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის არქტიკის წყლებში კონტროლი მკაცრდება


რუსმა სამართალდამცავებმა გარემოს დამცველები და ჟურნალისტები არქტიკის წყლების დაცვის გამო დააპატიმრეს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:12 0:00
ბმული

ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ აქტივისტები რუსეთის ციხეებში რუსეთის არქტიკის მიმართ მათი დაინტერესების გამო იხდიან სასჯელს. ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ჯეიმს ბრუკი, რუსეთის ქალაქ, სალეხარდიდან მოგვითხრობს, რომლის მახლობლად გარემოს დამცველი აქტივისტების საპროტესტო მსვლელობები მოეწყო.

წყლის ნაკადად ქცეული ყინულის შხეფებით ორგანიზაცია“ მწვანეთა მოძრაობის“ აქტივისტებმა რუსეთის ტერიტორიაზე არქტიკის წყლებში, ნავთობის მომპოვებელი პლატფორმის დამონტაჟება გააპროტესტეს.


ამ საპროტესტო მსვლელობას რუსულმა პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა დაუპირისპირა.

ორგანიზაციის წევრებმა მათი ეს ქმედება შეძახილებით გააპროტესტეს.

სამართალდამცავებმა აქციის დროს ოცდაათი აქტივისტი დააკავეს. დღეისათვის აქციის 28 მონაწილეს და ორი ჟურნალისტს,, რომლებიც გემზე იმყოფებოდნენ, ორ-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ და ქალაქ მურმანსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაპატიმრებულია და კონსფიცირებულია მათი გემიც.

ორგანიზაცია“ მწვანეთა მოძრაობის“ რუსეთის წარმომადგენლობის ადვოკატი ანტონ ბენესლავსკი ამბობს, რომ გასულ წელს მათ არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა არ შეხებიათ, როდესაც საპროტესტო გემი არქტიკის ამ სანაპიროს მიუახლოვდა და აქტივისტებმა საზღვაო ხომალდზე საპროტესტო ბანერი გამოფინეს.

ანტონ ბენესლავსკი: გასულ წელს სასაზღვრო პოლიციას საპროტესტო ქმედებებზე რეაქცია არ ჰქონია. თუმცა წელს ორგანიზაციის აქტივისტები პირატულ საქმიანობაში დაადანაშაულეს.

ბოლო დროს რუსეთი უფრო აქტიურად ახდენს საკუთარი ძალის დემონსტრირებას არქტიკის ტერიტორიაზე.

სექტემბერის თვეში, რუსეთის ატომური-სარაკეტო ხომალდიდან ნოვოსიბირსკის კუნძულებზე სამხედრო ძალის გადასხმა მოხდა, სადაც 20 წლის განმავლობაში დახურული სამხედრო ბაზა თავიდან გაიხსნა და ამოქმედდა.

არქტიკული ყინულის დნობის პარალელურად ფლოტილია ზაფხულის პერიოდში აღნიშნულ მიდამოებში მოძრავ გემებს ამოწმებს.

გასულ თვეს ჩინეთის პირველი ყინულ-მტეხი ხომალდი „ თოვლის დრაკონი“ არქტიკას მიუახლოვდა. წელს ზაფხულში კი ჩინური სატვირთო ხომალდი რუსეთის წყლებში მოძრაობდა.

გასული წლის მაისში, შვედეთში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთმა არქტიკის საბჭოს შეხვედრაზე დამკვირვებლის სტატუსი მიიღო.
ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობის“ აქტივისტები ამ შეხვედრის დროსაც საპროტესტო მსვლელობით გამოვიდნენ.

ისინი არქტიკის წყლებში ნავთობის მომპოვებელ სამუშაოებს ისედაც შესუსტებული გარემო პირობების დაცვის მიზნით აპროტესტებდნენ.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის ქალაქში, სალეხარდში გამართულ არქტიკის ფორუმის წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა. მან ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ ტაქტიკა გააკრიტიკა.

ვლადიმერ პუტინი: ისინი ნამდვილად არ არიან პირატები, თუმცა სანაპირო წყლებში დაბანაკებას მაინც შეეცადნენ.

პუტინის გამოსვლის შემდეგ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენელმა ვერა ორლოვამ უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის არქტიკულ ტერიტორიებზე მათი ყოფნის ნებართვის ვადები ამოიწურა.

ვერა ორლოვა: ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური პროცედურა, რომ ჟურნალისტებს ქალაქში სალეხარდი ყოფნის უფლება ფორუმის მუშაობის ფარგლებში მხოლოდ ორი დღით ჰქონდათ.

არცერთი სხვა ქვეყანა, რომელიც არქტიკულ ზონაში იმყოფება, არ აწესებს განსაკუთრებულ პროცედურებს არქტიკული ქალაქების მონახულების თაობაზე. თუმცა პუტინის რუსეთში სახელისუფლო კონტროლი უფრო და უფრო მკაცრდება.
XS
SM
MD
LG