ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი "გრინპისის" აქტივიზმის საშიშროებებზე საუბრობს


„გრინპისის" აქტივისტებმა არქტიკაში რუსეთის ნავთობის მომპოვებელ საზღვაო პლატფორმაზე გადასხდომა სცადეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00
ბმული

მას შემდეგ, რაც რუსეთის არქტიკაში „გრინპის“-ის 30 აქტივისტის დაპატიმრების გამო, პრეზიდენტმა პუტინმა საერთაშორისო პროტესტის სუსხი იგრძნო, ოთხშაბათს მან პროკურატურას გაუგზავნა მითითება, პოზიციის შერბილების მოთხოვნით.

ბატონმა პუტინმა თქვა: „აშკარაა, რომ ისინი მეკობრეები არ არიან.“

ბატონი პუტინი სიტყვით არქტიკისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ქალაქ სალეხარდში გამოვიდა, რომელიც 500 კილომეტრითაა დაშორებული იმ წერტილს პეჩორის ზღვაში, სადაც გასულ კვირას „გრინპის“-ის აქტივისტებმა არქტიკაში რუსეთის ერთადერთ, ნავთობის მომპოვებელ საზღვაო პლატფორმაზე გადასხდომა სცადეს.

საქმეში რუსეთის სასაზღვრო პოლიცია ჩაერია, დააპატიმრა 30 აქტივისტი და მათი ხომალდი „Arctic Sunrise” ბუქსირით მურმანსკში გადაიყვანა. სამშაბათს რუსმა პროკურორებმა თქვეს, რომ შეიძლებოდა ბევრი მათგანის წინააღმდეგ მეკობრეობის ბრალი წაეყენებინათ, რაც 15 წლიან ციხეს გულისხმობს.

ამ ამბავმა საპროტესტო პეტიციის შედგენა გამოიწვია, რაზეც ორმოცზე მეტმა გარემოს დაცვის საერთაშორისო ჯგუფმა მოაწერა ხელი. ეს ჯგუფები რუსეთის პრეზიდენტს თხოვენ, რომ გაათავისუფლოს ხომალდი და მისი ეკიპაჟი აქტივისტების ჩათვლით, რომლებიც 18 ქვეყანას წარმოადგენენ.

„გრინპის“-ის აქტივისტები არ დასწრებიან ოთხშაბათის არქტიკის დიალოგის კონფერენციას. გრინპისის საერთაშორისო აღმასრულებელმა დირექტორმა კუმი ნაიდუმ მეკობრეობის ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა.

ნაიდუმ თქვა, რომ პროტესტი მიმართული იყო არქტიკაში მომუშავე ნავთობის ერთადერთი საზღვაო პლატფორმისკენ, რათა ხაზი გაესვათ იმ საშიშროებისთვის, რასაც ნავთობის მოპოვება უკიდურესი ჩრდილოეთის ფაქიზ ეკოლოგიას უქმნის. გასულ წელს გრინპისის აქტივისტები გადასხდნენ პლატფორმაზე და საპროტესტო ბაირაღი აღმართეს.

არქტიკის კონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა ამ სახის აქტივიზმის საშიშროებებზე გაამახვილა ყურადღება.

ბატონმა პუტინმა თქვა: „მათ ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები შექმნეს. ღირს ამგვარი პიარ აქციების ჩატარება ასეთი მძიმე შედეგების ფასად?“

კონფერენციის დამსწრე სხვა რუსები, ძირითადად მთავრობის წარმომადგენლები ან პოლიტიკური მხარდამჭერები რუსეთის პრეზიდენტს დაეთანხმნენ.

აქ იყო დუმის დეპუტატი მიხეილ სლიპენჩუკი, მმართველი ერთიანი რუსეთის პარტიიდან.

მან თქვა, რომ „გრინპის“-ის აქცია მიმართული იყო ყურადღების მისაპყრობად, რათა მეტი შემოწირულობა და ფინანსური სპონსორები მოეზიდათ.

ლოუსონ ბრიგჰამი, ამერიკის სანაპირო დაცვის გადამდგარი კაპიტანი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში, ნავთობის საზღვაო პლატფორმაზე გადასხდომა სამართლებრივ დევნას გამოიწვევდა. „გრინპის“-ის პროტესტის შესახებ მან თქვა:

„ძალიან საშიში ოპერაციის ჩატარებას ცდილობენ ღია ზღვაში, ცივი წყალი, ექსტრემალური გარემო. ისინი თავის სიცოცხლეს რისკავენ.“

ახლა დრო გვიჩვენებს თუ რა ბრალს წაუყენებენ რუსეთის არქტიკის ციხეში მყოფ „გრინპის“-ის 30 ააქტივისტს.
XS
SM
MD
LG