ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი არქტიკაში სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს


რამდენიმე კვირაში ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება, დღეს კი რუსეთმა დაანონსა, რომ შემოდგომაზე არქტიკაში მასშტაბური სამხედრო წვრთნების გამართვას გეგმავს. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტმა გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ე.წ. სტრატეგიული წვრთნის მიზანია შემოწმდეს არქტიკასა და მის გაშემო „შეიარაღებული ძალების მზადყოფნა და ჩრდილოეთის ზღვის მარშუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“. წლებია რუსეთი ასეთი გზებით ცდილობს რეგიონში პოზიციები გაიმყაროს.

არქტიკაში უკვე წლებია ვითარება დაძაბულია, რადგან რეგიონი გლობალური დათბობის შემდეგ უფრო მეტად არის ხელმისაწვდომი და შესაბამისაც იზრდება კონკურენციაც. არქტიკაში წლებია ერთმანეთის პარალელურად წვრთნებს ნატოს ძალები და რუსეთის ფედერაცია ატარებს.

რუსეთის ამბიციურ გეგმებს ვაშინგტონი უპირისპირდება. 20 მაისს რეიკიავიკში არქტიკული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვაშინგტონმა სრული მხარდაჭერა მოიპოვა იმ გეგმაზე, რომელიც რუსეთის ქმედებების შეკავებას ისახავს მიზნად მის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში. რუსეთის მიზანია ჩრდილოეთის ზღვის მარშუტზე, რომელიც ნორვეგიიდან ალასკამდე გრძელდება, ზღვაოსნობის წესები შემოიღოს.

მოლაპარაკებები რეგიონში არსებულ ვითარებაზე 2014 წლის შემდეგ არის შეჩერებული, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. უახლოეს პერიოდში შესაძლოა მოლაპარაკებები განახლდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG