2014 წელს ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ერაყის ჩრდილოეთით მცხოვრებ იეზიდებზე სისხლიანი თავდასხმა განახორციელეს. დაჯგუფების მიერ ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ დაღუპულთა ახლობლებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მასობრივი სასაფლაოების შემოწმება დაიწყეს. გადარჩენილები ამბობენ, რომ ექსტრემისტები ხშირად მამაკაცებს თავად აიძულებდნენ საკუთარი საფლავის გათხრას მანამ, სანამ მათ დახოცავდნენ.
გასულ კვირებში ერაყის ხელისუფლებისა და გაეროს წარმომადგენლებმა 30-მდე ცხედრის ეგზჰუმაცია მოახდინეს. მათი აზრით, ეს რეგიონში ათეულობით ასეთი მასობრივი სასაფლაოდან ერთ-ერთი იყო. ექსტრემისტებმა ათასობით ადამიანი მოკლეს და ათასობით კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
Facebook Forum