ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენ რომნის თვითმფრინავს საავარიო დაჯდომა მოუწია


არც რომნის მეუღლე და არც რომელიმე მგზავრი ინციდენტის შედეგად არ დაზარალებულან

დღეს, აშშ-ის რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, მიტ რომნის მეუღლის, ენ რომნის თვითმფრინავის კაბინაში კვამლი გაჩნდა, რის გამოც ხომალდს საგანგებო დაშვება მოუწია. რომნის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლების განცხადებით, არც რომნის მეუღლე და არც რომელიმე მგზავრი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა.

კვამლის გამომწვევი მიზეზები ცნობილი არ არის. დაშვება თვითმფრინავმა კოლორადოში განახორციელა. საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა შტატში მოგზაურობს.

თავად მიტ რომნი, პარასკევს, ნევადის შტატში მართავდა მოსახეობასთან შეხვედრებს.

XS
SM
MD
LG