ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი ეკონომიკის შესახებ


დღეს, ლოს ანჯელესში, ესპანურენოვანი ამერიკელების სავაჭრო პალატაში გამოსვლისას, რომნის პრეზენტაცია ემიგრაციის პრობლემატიკას დაეთმობა

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის აქცენტს ეკონომიკის მდგომარეობასა და სხვა საშინაო პრობლემებზე გააკეთებს.

დღეს, ლოს ანჯელესში, ესპანურენოვანი ამერიკელების სავაჭრო პალატაში გამოსვლისას, რომნის პრეზენტაცია ემიგრაციის პრობლემატიკას დაეთმობა. შეკრებილებს რომნი სავარაუდოდ განუცხადებს, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში იგი ამერიკის კონგრესთან ერთად იმუშავებს სამართლიანი და იმპლემენტაციაზე გათვლილი საემიგრაციო კანონების გამოსაცემად.

რესპუბლიკელი კანდიდატი, როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაადანაშაულებს იმაში რომ მან ვერ შეასრულა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დანაპირები საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მიტ რომნი, ამ ეტაპზე ესპანურენოვან ამერიკელებთან შეხვედრებით ცდილობს იმ ამომრჩევლის დაინტერესებას, რომლებმაც 2008 წელს დიდი განსხვავებით სწორედ დემოკრატ კანდიდატს და დღევანდელ პრეზიდენტს დაუჭირეს მხარი.
XS
SM
MD
LG