ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი როკერი ტომ პეტი


მას ამერიკული როკის ლეგენდას უწოდებდნენ. ტომ პეტი ორშაბათს საღამოს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის მუსიკოსს მალიბუში, საკუთარ სახლში ყოფნისას, გული ცუდად გაუხდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ უშველეს.

ტომ პეტი "ოჯახის, მეგობრების და მუსიკალური ჯგუფის წევრების გარემოცვაში" გარდაიცვალა - ნათქვამია მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როკვარსკვლავმა ბოლო ტურნე გასულ კვირას, ლოს-ანჯელესში დაასრულა.

დეკემბერში, პეტიმ ჟურნალ "როლინგ სთოუნსთან" ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით, ეს ჯგუფის ბოლო ტურნე იქნებოდა. "ალბათ დაკვრას გავაგრძელებთ, მაგრამ შევძლებთ კი აწი ერთ ტურნეზე 50 კონცერტის ჩატარებას? არა მგონია. მოვიტყუებოდი, რომ არ მეთქვა, ვფიქრობ, ეს ჩვენი ბოლო დიდი ტურნეა" - უთხრა მან ჟურნალისტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG