ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი მუსიკოსი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა


ჯორჯ მაიკლი კონცერტზე. 1985 წელი (პეკინი, ჩინეთი).

25 დეკემბერს გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯორჯ მაიკლი. „ჯორჯი შობაზე საკუთარ სახლში მშვიდად გარდაიცვალა“ - ნათქვამია არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორის და შემსრულებლის პრესმდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ჯორჯ მაიკლის მენეჯერმა, მაიკლ ლიპმანმა თქვა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება იყო. ცნობილია, რომ 53 წლის მუსიკოსს ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2011 წელს ფილტვების ანთების გამო, ჯორჯმა კონცერტების მთელი სერია გააუქმა.

XS
SM
MD
LG