ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

91 წლის ასაკში ჟურნალ “ფლეიბოის” დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰეფნერი გუშინ, ლოს ანჯელესში მდებარე სახლში გარდაიცვალა.

ჰეფნერმა ჟურნალი 1953 წელს დააფუძნა. ჟურნალის პირველ ნომერში მოდელის და მსახიობის მერლინ მონროს შიშველი ფოტოები გამოქვეყნდა. 1970 წლისთვის ჟურნალს 7 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა.

სხვადასხვა დროს ჟურნალი ოც ქვეყანაში გამოიცემოდა. ჟურნალის გარდა “ფლეიბოის” ბრენდის ქვეშ გაერთიანებული იყო ღამის კლუბები, კაზინოები, საკაბელო ქსელები და კინო-სტუდია. შიშველი ფოტოების გარდა ჟურნალმა სახელი გაითქვა ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრების გამოქვეყნებით, როგორიცაა რეი ბრედბერი, ჯონ აპდაიკი, ვლადიმირ ნაბოკოვი და სხვები.

ჰეფნერს სამი ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG