ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფლეიბოის" ვილა 200 მილიონად იყიდება


ლოს-ანჯელესში „ფლეიბოის“ ცნობილი ვილა გასაყიდად გამოიტანეს. კალიფორნიის შტატში 1927 წელს აშენებული მდიდრული სახლი, რომელშიც ჟურნალ „ფლეიბოის“ დამფუძნებელი, ჰიუ ჰეფნერი ცხოვრობს, ბევრი ცნობილი ხალხმრავალი წვეულების მასპინძელი იყო. ის დღეს 200 მილიონადაა შეფასებული.

ვილა 2 ჰექტარზე მდებარეობს. აქვს 29 ოთახი, ღვინის სარდაფი, ტენისის კორტები, სპორტული დარბაზი და ზოოპარკის ლიცენზიაც კი. ოღონდ მყიდველთან კონტრაქტმა 89 წლის ჰიუ ჰეფნერის სიცოცხლის ბოლომდე მასში ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როგორ უნდა მოხდეს კონტრაქტის ამ ნაწილზე მოლაპარაკება. გამოცემამ ვილა 45 წლის წინ მილიონ დოლარად იყიდა.

XS
SM
MD
LG