ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის პოლიციამ "რადიო თავისუფლების" ოფისი გაჩხრიკა და ჟურნალისტი დააკავა


პოლიცია "რადიო თავისუფლების" მინსკის ოფისთან. 16 ივლისი, ბელარუსი.
პოლიცია "რადიო თავისუფლების" მინსკის ოფისთან. 16 ივლისი, ბელარუსი.

ბელარუსის პოლიციამ დამოუკიდებელი ჟურნალისტების სახლები და ოფისები გაჩხრიკა. მათ შორის - მინსკში, "რადიო თავისუფლების" ოფისიც.

მოწმეები ამბობენ, რომ მედიაზე მორიგი შეტევის პირობებში "რადიო თავისუფლების" მინსკის ბიუროში პოლიციამ კარი შეამტვრია და ჩხრეკა დაიწყო. ამავე დროს, ქვეყანაში 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 10 სტუდენტსა და მასწავლებელს, რომლებსაც ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. კიდევ ერთ სტუდენტს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

რეიდამდე 2 დღით ადრე, უსაფრთხოების სამსახურები ათობით უფლებადამცველი ორგანიზაციის ოფისში შეიჭრნენ. მოვლენებს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიც გამოეხმაურა და ბელარუსის ძალოვანი უწყებების ქმედებებს "სავსებით მიუღებელი" უწოდა. ბელარუს ჟურნალისტთა ასოციაცია კი აცხადებს, რომ 16 ივლისს ჟურნალისტების ოფისებსა და მათ ოჯახებში სულ მცირე 19 სხვადასხვა რეიდი ჩატარდა.

ძალოვანებმა გაჩხრიკეს "რადიო თავისუფლების" კორესპოდენტების ალე ჰრუზძილოვიჩისა და ვალიანცინ ჟდანკოს სახლებიც. ჰრუზძილოვიჩი და მედიასაშუალების კიდევ ერთი ყოფილი კორესპოდენტი, რომლებსაც აკრედიტაცია ოქტომბერში შეუჩერეს, დააპატიმრეს. ჰრუზძილოვიჩის მეუღლე ამბობს, რომ მას ხელბორკილები დაადეს და ისე წაიყვანეს. ასევე წაიღეს ორივე მათგანის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ტექნიკა და ფულიც კი.

"რადიო თავისუფლების" კიდევ ერთი ფრილანსერი კორესპოდენტი ძალოვანების სამიზნე გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმშიც. სიმფეროპოლის სასამართლომ ვლადისლავ ისიპენკოს, რომელიც მარტში დააკავეს და ოფიციალურად ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონასა და გადატანას ედავებიან, ბრალი წარუდგინეს და მას 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მისი ადვოკატის ცნობით, დახურულ კარს მიღმა ჩვენებისას, აპრილში ისიპენკომ სასამართლოს უთხრა, რომ მისი დაკითხვის დროს წამების მეთოდები იყო გამოყენებული, მათ შორის ელექტრო-შოკი, ცემა, მოკვლის მუქარა და ა.შ. თუკი ის არ "აღიარებდა", რომ უკრაინული მხარისთვის ჯაშუშობდა და ინფორმაციას აგროვებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG