ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში "როიტერის" ჟურნალისტი მოკლეს 


„როიტერის“ ჟურნალისტი მოკლეს ავღანეთში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დენიშ სიდიკი მაშინ დაიღუპა, როცა ის ავღანეთის სამთავრობო ჯარებსა და თალიბებს შორის შეტაკებას აშუქებდა. შეტაკებები სამხედრო ბაზაზე Spin Boldak მიმდინარეობდა, რომელიც თალიბანმა რამდენიმე დღის წინ დაიკავა.

სიდიკი მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა და ავღანეთის სპეცდანიშნულების ნაწილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც თალიბანმა ჟურნალისტი და ავღანეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო მოკლეს.

ავღანეთში როიტერის ჟურნალისტი მოკლეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

„როიტერის“ ჟურნალისტი ავღანეთში კვირის დასაწყისში რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა და ის ავღანეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია ყანდაარში მუშაობდა. ეს ტერიტორია ახლა თალიბანის მთავარი სამიზნეა.

„ჩვენ სასწრაფოდ ვეძებთ დამატებით ინფორმაციას და ვთანამშრომლობთ ქვეყნის ხელისუფლებასთან,“ - აცხადებს სააგენტო „როიტერის“ პრეზიდენტი მაიკლ ფრიდენბერგი. ორგანიზაციის მთავარი რედაქტორი ალესანდრა გალონი კი ამბობს, რომ სიდიკი კარგი ადამიანი და ჟურნალისტი იყო.

„ის იყო გამორჩეული ჟურნალისტი. ერთგული ქმარი და მამა, ძალიან კარგი კოლეგა. ახლა ჩვენ მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს,“- ამბობს გალონი.

არსებული ინფორამციით „როიტერის“ ჟურნალისტი მხარში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს და ის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ტრავმვა რთული არ იყო, რის გამოც მან საავადმყოფო მალევე დატოვა და მას შემდეგ რაც შეტაკებების დროს თალიბანმა უკან დაიხია, ის ადგილზე არსებულ ვითარებას აშუქებდა და ფერმერებს ესაუბრებოდა. რეპორტაჟის მომზადების დროს თალიბანმა შეტაკება განაახლა და ის იერიშის ადგილზე დაიღუპა.

სადიკი „როიტერის“ იმ ფოტოგრაფების გუნდში შედიოდა, რომლებმაც 2018 წელს პულიცერის პრემია მიიღეს. მათ ჟურნალისტიკაში უდიდესი ჯილდო მიანმარში ლტოლვილთა კრიზისის დოკუმენტირებისთვის და როჰინგა უმცირესობის გენოციდის გაშუქებისთვის გადაეცათ.

დენიშ სადიკი "როიტერში" 2010 წლიდან მუშაობდა. ის აშუქებდა ავღანეთის და ერაყის ომებს. ასევე მიანმარში დევნილი როჰინგების კრიზისს, საპროტესტო აქციებს ჰონგ-კონგში და ნეპალში მიწისძვრებს.

20 წლის შემდეგ ავღანეთში ომი დასრულდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00

ავღანეთში ვითარება ბოლო რამდენიმე თვეა გართულდა, მას შემდეგ რაც ამერიკულმა ჯარმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით 20-წლიანი ომი დასრულდებულია და ამერიკელი სამხედროები სამშობლოში 31 აგვისტომდე, სრულად დაბრუნდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG