ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 ქართული ტელევიზია 24 საათით წყვეტს მაუწყებლობას და მოითხოვს პრემიერის გადაყენებას


ოთხმა ქართულმა ტელევიზიამ, 24-საათით სატეველიზიო და ონლიან მაუწყებლობა შეწყვიტა. ეს მედიის პროტესტი და პასუხია მთავრობის ქმედებებზე. ჟურნალისტები მოითხოვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.

ტელეკომპანიები: "მთავარი", "ტვ პირველი", "ფორმულა" და "კავკასია" 14 ივლისს არ იმაუწყებლებენ. ისინი მოითხოვენ სრული სიმკაცრით დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი.

კერძო კომპანიების ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, 13 ივლისს, რეგიონულმა მაუწყებლებმა, ლექსო ლაშქარავას გასვენების დროს, ქვეყნის მასშტაბით 10 წუთით შეწყვიტეს მაუწყებლობა.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს. ის 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად ნაცემი ოპერატორი ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მას 20-მდე ადამიანი გაუსწორდა.

გუშინვე, ლექსოზე ძალადობაში ერთ-ერთი ბრალდებულს, დავით კუტალაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა მიესაჯა.

მაშინ როცა მედია, ლაშქარავას გარდაცვალებას, 5 ივლისს მიყენებულ ტრავმებს უკავშირებს, შსს "შუალედური დასკვნით" ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკით ზედოზირებაა.

"ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ამ ნარკოტიკებით ზედიზორება. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის შუალედური", - განაცხადა კრიმინალური პოლიციის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

XS
SM
MD
LG