ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი ჯვარი ღაზაში სამედიცინო დახმარებას გაგზავნის


საერთაშორისო წითელი ჯვარი აცხადებს, რომ ღაზაში ექიმების გუნდს, მედიკამენტებს და სხვადასხვა სახის სამედიცინო ტვირთს აგზავნის „ღაზაში არსებული მძიმე სამედიცინო საჭიროებების“ გამო.

წითელი ჯვარი/წითელი ნახევარმთვარე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ღაზაში 50 საწოლიან საოპერაციო სამედიცინო პუნქტს გახსნის. კლინიკა მთავარ აქცენტს გააკეთებს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ადამიანების მკურნალობასა და მათთვის ოპერაციების უზრუნველყოფაზე.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მარტის ბოლოდან დღემდე, სულ მცირე, 115 ადამიანი მოკლეს, რასაც მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკის ტალღა მოჰყვა. ისრაელი, ძალადობის პროვოცირებაში გასამხედროებულ ორგანიზაცია ჰამასს ადანაშაულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG