ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება დროებით შემცირდა


ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის ღაზაში მიმდინარე დაპირისპირების ტალღა დროებით დაწყნარდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტე და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმდნენ.

ისრაელის ოფიციალური პირები შეთანხმებას საჯაროდ არ ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ისრაელი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს ღაზაზე საჰაერო იერიშებს, რაც ღაზიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო ცეცხლი შეწყდება.

ღამის განმავლობაში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის სამიზნეებზე მორიგი იერიში მიიტანეს. ამასთან, პალესტინელებმა ისრაელის მიმართულებითაც ისროლეს რამდენიმე რაკეტა, თუმცა ისრაელის “რკინის გუბმათმა” მათი განადგურება შეძლო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაზე მიტანილი იერიშის სამიზნეები ამუნიციის მწარმოებელი და სასაწყობე ნაგებობები და ჰამასის სამხედრო და საწვრთნელი ობიექტები იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG