ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით პალესტინელი გუშინ ღაზაში საპროტესტო დემონსტრაციით ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრაცია ათობით პალესტინელის დაკრძალვისას გაიმართა, რომლებიც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს. გაეროს ადამიანის უფლებების დამცველმა ოფიციალურმა პირებმა ისრაელის ამ მოქმედებას „საზარელი" უწოდეს.

დაკრძალვაში მონაწილე ადამიანები პალესტინის დროშებით ხელში ისრაელის წინააღმდეგ შურისძიების მოთხოვნით გამოვიდნენ. დაპირისპირების შედეგად 60 პალესტინელი დაიღუპა და დაახლოებით, 2700 დაშავდა.

ღაზასა და ისრაელს შორის საზღვარზე დღეს კიდევ ერთი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ისრაელის მიმართულებით ქვებს ისროდნენ. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ღაზაში გამართული დემონსტრაცია ამერიკის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად თელ-ავივის ნაცვლად იერუსალიმის აღიარებას და შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანას მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG