ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბენიამინ ნეთანიაჰუ "ტერიტორისტად" მოიხსენია მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერმა არ მიიღო ანკარის მწვავე კრიტიკა, რომელიც პარასკევს, ღაზის სექტორში საპროტესტო გამოსვლებისას პალესტინელი დემონსტრანტების მკვლელობას შეეხებოდა. თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ადანაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ლიდერმა ისრაელის პრემიერს „ოკუპანტი“ უწოდა.

„ჰეი ნეთანიაჰუ, შენ ოკუპანტი ხარ. შენ ამ მიწებზე ოკუპანტი ხარ. ამავე დროს, შენ ტერორისტი ხარ“, - განაცხადა ერდოღანმა.

ორ ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ღაზაში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია. ღაზის სექტორში გამოსვლებისას ისრაელის მხარის სამხედროებსა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას 15 პალესტინელი დაიღუპა და 100-ობით დაშავდა. ისრაელი აცხადებს, რომ მისმა შენაერთებმა ცეცხლი მხოლოდ მათ გაუხსნა ვინც სამხედროებს თავს დაესხა ან სასაზღვრო ღობის გარღვევა სცადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ერდოღანის თავდაპირველ კომენტარს კვირას ტვიტერზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ მიიღებდა კრიტიკას ქვეყნისგან, რომელიც რეგიონში მშვიდებიან მოქალაქეებს წლების მანძილზე ბომბავს.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ისრაელის მიერ პალესტინელების „ჩაგვრა“ ისტორიაში შევა და ეს ებრაელი ხალხის სურვილს ეწინააღმდეგება.

ქაიროში გამართულ კონფერენციაზე, ეგვიპტის და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე დაგმეს, მათი შეფასებით პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის „აგრესია“.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაიცვას პალესტინელთა უფლებები და მშვიდობის დამყარებას შეეცადოს“, - განაცხადა სამეჰ შუქრიმ, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პალესტინელთათვის სახელმწიფოს შექმნის საკითხის ხელახალი განხილვისკენ მოუწოდეს.

„ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გაუმართლებელი ძალადობა იმის საშიში ნიშანია, რომ მძიმე დროს დგება, თუ ჩვენ არ გავერთიანდებით პოლიტიკურ ჰორიზონტზე ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მისაღწევად“, - თქვა აიმან საფადიმ, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კვირას თელავივში ებრალმა და არაბმა გამომსვლელებმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწვეტა მოითხოვეს.

“ეს დემონსტრაცია, სხვებთან ერთად, გვაიმედებს, რომ ჩვენ შევძლებთ ორივე მთავრობის დაყოლიებას და საჯარო განწყობის შექმნას, რომ მართალია თავდაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ მშვიდობისკენ ბრძოლა გაცილებით უფრო აუცილებელია“,- ამბობს ავრაჰამ ბურგი, ისრაელის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

ღაზის ლიდერები ექვსკვირიან გამოსვლებს გეგმავენ და ისრაელისგან პალესტინელი დევნილების და მათი წინაპრების ისრაელის ტერიტორიაზე, საკუთარ სახლებში დაბრუნებას ითხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG