ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საფუძვლიან“ მოლაპარაკება ირანთან


Iran backgrounder

ჟენევაში მოლაპარაკებების მეორე დღე

ჟენევაში მოლაპარაკებების მეორე დღეს, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „ძალიან საფუძვლიან“ მოლაპარაკებას ატარებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის პრეს-მდივანმა თქვა, რომ ქალბატონი ეშტონი და ჯავად ზარიფი, დილის შეხვედრის დროს „საკითხის დეტალებს ჩაუღრმავდნენ“ და მოგვიანებით ისევ უნდა შეხვდნენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაქჩიმ ადრე განაცხადა, რომ არანაირ შეთანხმებაში არ დაუშვებს ურანის გამდიდრების შეჩერების პირობას. მან ასევე თქვა, რომ ორ მხარეს შორის ნდობის აღდგენის გარეშე, სერიოზული მოლაპარაკებები ვერ შედგება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა, ხუთშაბათს გადმოცემულ სატელევიზიო ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუმცა ასეთი შეთანხმება უნდა იყოს მტკიცე და კონკრეტული.

„ჩვენი პოზიცია განპირობებულია რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხით. ეს იმას ნიშნავს, რომ აშკარაა: რაც უფრო მეტ ქვეყანას ექნება ატომური იარაღი, უფრო მეტ საფრთხესთან გვექნება საქმე. ასე, რომ ჩვენ, და მე ამაში ვგულისხმობ არა მხოლოდ საფრანგეთს, არამედ ყველა ქვეყანას, საერთაშორისო საზოგადოებას, მიგვაჩნია, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენების უფლება არსებობს, მაგრამ ატომური იარაღის ქონის, არა.“
XS
SM
MD
LG