ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი უკან დახევას არ აპირებს


ამის შესახებ ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი აცხადებს

ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერი აცხადებს, რომ დღეს, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებისას თეირანი უკან არ დაიხევს ბირთვული იარაღის ქონის უფლებაზე.

ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებების დაწყებამდე აიათოლა ალი ჰამენეიმ თქვა, რომ „წითელი ხაზები“ ამ მოლაპარაკებებისას სწორედ მან დააწესა, თუმცა ირანს, იმავდროულად, სხვა ქვეყნებთან-მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან- მეგობრული ურთიერთობა სურს.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას გარდამავალი შეთანხმების მიღწევა სურთ, რომელიც ირანისგან ურანის გამდიდრების სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს და ამასთან, მეტი ინსპექტორის დაშვებას ავალდებულებს მას შერბილებული სანქციების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG