ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული პროგრამა ჟენევაში განიხილება


შეხვედრები სხვადასხვა მომცრო ჯგუფებს შორის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

ირანისა და მსოფლიოს ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლები ჟენევაში ხვდებიან ერთმანეთს ირანის ბირთვული პროგრამის განსახილველად.
მოლაპარაკებები საუზმის პარალელურად „კარგ გარემოში“ დაიწყო ირანის საგაარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს კოორდინატორ-ქეტრინ ეშტონს შორის, რომელიც გაეროს ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ირანის სრული დელეგაცია, და უშიშროების საბჭოს 5 წევრი ქვეყნისა და გერმანიის წარმომადგენლები 45 წუთის განმავლობაში ხვდებოდნენ. შეხვედრები სხვადასხვა მომცრო ჯგუფებს შორის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ზარიფის ცნობით, შეხვედრამ ქეთრინ ეშტონთან კარგად ჩაირა. თავად ეშტონის სპიკერი კი ამბობს, რომ მოლაპარაკებები სერიოზულ ფაზაში შედის.
XS
SM
MD
LG