ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოზეფ ბაიდენი და საპრეზიდენტო არჩევნები


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატების მეოთხედს საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის მონაწილეობა სურს

საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით დემოკრატების მეოთხედს სურს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ნომინანტი ამერიკის ვიცე-პრეზიდნეტი ჯოზეფ ბაიდენი იყოს.

ბლუმბერგის მიერ ჩატარებული გამოკითხვა დღეს გამოქვეყნდა, კვლევის თანახმად ყოფილ სახელმწიფო მდივანს და ყოფილ პირველ ლედის - ჰილარი კლინტონს მხარს გამოკითხულთა 33 პროცენტი უჭერს, ბაიდენს - 25, დამოუკიდეველ დემოკრატ კანდიდატ, ვერმონტელ სენატორ ბერნი სანდერს კი - 24 პროცენტი.

ჰილარი კლინტონს მხარს გამოკითხულთა 33 პროცენტი უჭერს, ბაიდენს - 25, ვერმონტელ სენატორ ბერნი სანდერს კი - 24 პროცენტი.

ამერიკაში ჩატარებული რამდენიმე გამოკითხვის შედეგებით ჰილარი კლინტონის მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც სახელმწიფო მდივნად ყოფნის დროს გასაიდუმლოებული ინფორმაციისთვის კერძო იმეილების გამოყენებაზე დასმულ კითხვებზე მისი რეაქციებია. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ კლინტონს აიოვის და ნიუ ჰემშირის შტატში სანდერსი უსწრებს.

ბაიდენი საარჩევნო კამპანიის მსგავს ღონისძიებებზე რამდენიმეჯერ გამოვიდა, თუმცა მან არაერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე მას გადაწყვეტილება არ მიუღია და რომ ის და მისი ოჯახი გარდაცვლილ შვილს, ბო ბაიდენს, გლოვობენ.

ბლუმბერგისვე მონაცემებით კლინტონის მოწონების რეიტინგმა აპრილიდან მოყოლებბული 10 პუნქტით იკლო და 38 პროცენტი გახდა, როცა იმავე მონაცემებით ბაიდენის მაჩვენებელი 3 პუნქტით 49 პროცენტამდე გაიზარდა.

გამოკითხვის ერთ-ერთი კითხვა რესპონდენტებს ეკითხებოდა თუ ვინ მიაჩნდათ მათ რეალისტურ კანდიდატად, კვლევის ამ ნაწილში კლინტონი ლიდერობს, ის არა მხოლოდ დემოკრატ კანდიდატ სანდერს, არამედ რესპუბლიკელების 5 მოწინავე კანდიდატსაც უსწრებს, მათ შორის არიან უძარავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი, ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში, ნეიროქირურგი ბენ კარსონი, სენატორი ფლორიდიდან მარკო რუბიო და კარლი ფიორინა. ამ ჩამონათვალში ბაიდენის კანდიდატურა არ შედიოდა.

XS
SM
MD
LG