ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიაში ჯერ არ ერთვება


ემოციურ ინტერვიუში „სი-ბი-ესის“ ახალ წამყვან, სტივენ კოლბერთან ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვისთვის შესაძლოა ჯერ მზად არ იყოს.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ შვილის რამდენიმე თვის წინ გარდაცვალების გამო, არ არის დარწმუნებული იმაში, მზად არის თუ არა ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს. ემოციური ინტერვიუ, რომელიც ჯო ბაიდენმა „სი-ბი-ესის“ ახალ წამყვანს, სტივენ კოლბერს მისცა, ხუთშაბათს ღამით გადაიცა.

ბაიდენის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობს, მოვალეა ამ საქმეს მთელი სული, გული, გრძნობა და ენერგია მიუძღვნას. „სიცრუე იქნებოდა, მეთქვა, რომ მე ამისთვის მზად ვარ“ - უთხრა ღამის შოუს წამყვანს ვიცე-პრეზიდენტმა და ქალაქ დენვერში ახლახან მომხდარი ფაქტი მოიგონა. ჯო ბაიდენი იქ თავისი შვილის ჯარის მეგობარს შეხვდა და ტირილისგან თავი ვერ შეიკავა. ბო ბაიდენი, რომელიც მამას ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას დაბეჯითებით ურჩევდა, მაისში კიბოთი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG