ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„QAnon” შეთქმულების თეორია - რას ამბობს არქივი რუსული ინტერესების შესახებ?


(FILES) In this file photo taken on May 01, 2020 conspiracy theorist QAnon demonstrators protest during a rally to re-open California and against Stay-At-Home directives in San Diego, California. - YouTube said October 15, 2020 it was tightening…
(FILES) In this file photo taken on May 01, 2020 conspiracy theorist QAnon demonstrators protest during a rally to re-open California and against Stay-At-Home directives in San Diego, California. - YouTube said October 15, 2020 it was tightening…

რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სოციალური მედიის ანგარიშები, „QAnon” შეთქმულების თეორიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის იმაზე ადრე მუშაობდნიენ, ვიდრე ეს აქამდე, ფართო საზოგადოებისთვის იყო ცნობილი.

„ტვიტერის“ ამჟამინდელი და ყოფილ ხელმძღვანელებთან საუბრიდან, ასევე არქივიდან ირკვევა, რომ ასეთი ანგარიშები, თეორიის გავრცელებისთვის გაცილებით ადრე მუშაობდნენ.

აგვისტოში, მკვლევრებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ანგარიშებმა შეთქმულების თეორიის გავრცელება 2017 წლის დეკემბერში დაიწყეს. მაგრამ, მკვლევართა ამ ჯგუფს არ შეუსწავლა თეორიის გამავრცელებლების ისტორია.

სააგენტო „როიტერის“ არქივის ანალიზით ირკვევა, რომ 2017 წლის ნოემბრიდან, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სოცმედიის ანგარიშების მიერ, ყველაზე ხშირათ გამოყენებული ჰეშთეგი სწორედ „QAnon”-ა. სააგენტო არქივის ანალიზზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს ჰეშთეგი 17 000 ჯერაა გამოყენებული.

არქივები შეიცვავს 4 000-ზე მეტ ანგარიშს, რომლებიც 2018-2019 წლებში, „ტვიტერმა“ დაბლოკა რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ, დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

„როიტერმა“ საიკითხის შესახებ კითხვით ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს მიმართა. წარმომადგენლობა საპასუხოდ აცხადებს, რომ მოსკოვი არ ერევა აშშ-ის პოლიტიკაში.

„საინფრომაციო სივრცეში მავნე საქმიანობა, ეწინააღმდეგება რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს, ეროვნულ ინტერესებსა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთგაგების ჩვენებურ აღქმას“ - აცხადებს საელჩოს წარმომადგენელი.

“QAnon” შეთქმულების თერიასთან დაკავშირებული პირველი პოსტები 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს განჩნდა. თეორიის თანახმად, დონალდ ტრამპის გარემოცვიდან ადამიანი ამბობდა, რომ ჰილარი კლინტონს დაპატიმრება ემუქრებოდა, რადგან მისი მოკავშირეები ჩართულნი იყვნენ ბავშვთა სექს-ტრეფიკინგის მასიურ ქსელში.

მოსაზრებებმა ფანტაზიის სფეროდან, რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე გავრცელება ჰპოვა. თუმცა, იქამდე, ვიდრე მისი ხელშემწყობი ვიდეოების განვრცელება, კონსერვატორმა ვიდეობლოგერმა თრეისი დიაზმა არ დაიწყო. ის ონლაინ სამყაროში ცნობილია, როგორც „TracyBeanz”. ბლოგერმა სოციალურ ქსელებში, ვიდეოების რეგულარი განთავსება და მისი რეკლამირება დაიწყო. მალევე, მოიზიდა დაუდგენელი დონორები და ახლა „YouTube”-ზე მის ვიდეოს 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

თავდაპირველად, მისი პოსტების გაზიარება რამდენიმე რუსულმა ანგარიშმა დიწყო, ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში. ახლა ვიდეობლოგერი, საკითხთან დაკავშირებით, საგენტო „როიტერის“ კითხვებს არ პასუხობს. დანამდვილებით, უცნობია რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა დასაწყისში ვიდეობლოგერზე რუსულ ძალებს, თუმცა ნათელი ხდება, რომ ის მათ მხარდაჭერას იღებს. მათ შორის, ახალი პროექტების განხორციელებააში.

“QAnon” შეთქმულების მომხრეებს სწამთ, რომ მსოფლიოს სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფი მართავს, რომელიც სათავეში უდგას ბავშვთა სექს-ტრეფიკინგს, როგორც ერთგვარ კულტს. ეს არის ულტრამემეარჯვენე ჯგუფი, რომელიც ამტკიცებს, დონალ ტრამპს ებრძვიან, პრეზიდენტს კი მათთან გამკლავება უწევს. შეთქმულების თეორიის არცერთი მოსაზრება ფაქტზე დაფიძნებული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG