ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ჯგუფი ფსევდო მედიასაშუალებით ამერიკელ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობს - როიტერი


რუსული ჯგუფი, რომელიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაშია ბრალდებული, წლევანდელ არჩევნებზე ზეგავლენას ცდილობს. როიტერის ინფორმაციით, რომელიც საინფორმაციო სააგანტოს, ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან დაკავშირებულმა წყარომ მიაწოდა, რუსული ჯგუფი ახლა დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოთი პოზიციონირებს და ამერიკელ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. მათი სამიზნე ჯგუფი სოციალური მედიის მემარჯვენე მომხმარებლები არიან.

წყაროს თქმით, რუსული ჰგუფი, ფსევდო მედიაორგანიზაციის საშუალებით მოქმედებდა, სახელოწოდებით „ნიუსრუმი“, რომელსაც სანკტ-პეტერბურგში ბაზირებული ინტერნეტ კვლევით სააგენტოსთან დაკავშირებული პირები მართავენ.

საბჭოთა თეორია რომელსაც რუსეთი დღესაც იყენებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:10 0:00

ამერიკელი პროკურორების თქმით, სააგენტომ დიდი როლი ითამაშა, რუსეთის მცდელობაში, 2016 წლის არჩევნებისას, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ემოქმედა. მიმდინარე წლის სექტემბერში კი ფეისბუქმა და ტვიტერმა, იმავე სააგენტოსთან დაკავშირებული, ყალბი მემარცხენე მედია გამოავლინეს.

ახლადაღმოჩენილი ფსევდომედიასაშუალება „ნიუსრუმის“ მუშაობა აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს, 2020 წლის არჩევნების წინ, ორივე პარტიის მხარდამჭერ ამერიკელ ამომრჩევლებზე.

ვებგვერდი ფოკუსირებულია ამერიკულ პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე. აქვეყნებს კონსერვატიული მედიაორგანიზაციების სტატიებს და წერს ამერიკელებისთვის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების შესახებ. შემდეგ კი ე.წ. რედაქტორები და ჟურნალისტები, ხელს უწყობენ ამ მასალების მემარჯვენე შეხედულებების მომხმარებლისთვის მიწოდებას.

„ნიუსრუმის“ მიერ გაშუქმებული თემები თავს ესხმის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჯო ბაიდენს და აკრიტიკებს მოძრაობას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

რუსეთი კიდევ ერთხელ უარყოფს, არჩევნებში რაიმე სახით ჩარევის მცდელობას. კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მას არაფერი სმენია ფსევდომედია „ნიუსრუმის“ შესახებ. „რუსეთის სახელმწიფო, არასდროსაა ჩართული მსგავს აქტივობებში“ - აცხადებს პესკოვი.

როიტერთან ოფიციალური კომენტარი ამ ფრომდე არ გაუკეთებია ფედერალურ ბიუროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG