ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი გაეროს აკრიტიკებს


პუტინი ნაადრევს და უკუპროდუქტიულს უწოდებს გადაწყვეტილებას მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავეთა გაეროს ტრიბუნალისთვის გადაცემაზე.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილება ნაადრევი და უკუპროდუქტიულია. საუბარია მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის უკრაინაში, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩამოგდების გამო დამნაშავეთა გაეროს ტრიბუნალზე გასამართლების შესახებ მიღებულ დადგენილებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული შეფასება დღეს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.

ხვალ ერთი წელი ხდება მას შემდეგ, რაც მალაიზიური ავიახაზების რეისის MH-17 თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი ჰოლანდიის მოქალაქე იყო. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაეროს ტრიბუნალი დაღუპულთა ოჯახებისთვის და მსხვერპლისთვის „ყველა ქვეყნის მხრიდან საუკეთესო თანამშრომლობის გარანტია“ იქნება.

XS
SM
MD
LG