ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ კოვიდ19-ის ვაქცინა რუსეთმა უკვე შექმნა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინა შექმნა. რუსეთში ამბობენ, რომ ვაქცინა მარეგულირებლების მიერ უკვე დამტკიცებულია. პუტინის განცხადებით, რუსეთში ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის სრულად უსაფრთხოა.

ვაქცინა, რომელიც პუტინმა წარადგინა, რეალურად არ არის დადასტურებული და მას საბოლოო გამოკვლევები არ გაუვლია. მარეგულირებელმა წამალი სიჩქარიდან გამომდინარე დაადასტურა, რის გამოც სპეციალისტების ნაწილი შეშფოთებულია. მიუხედავად ამისა, წლის ბოლომდე რუსეთი გეგმავს ვაქცინის წარმოების დაწყებას. ბაზარზე ვაქცინა სახელით "სპუტნიკV" გამოვა.

რუსეთში კი უახლოეს პერიოდში კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს სწორედ ამ ვაქცინით უმკურნალებენ. კრემლში ფიქრობენ, რომ ვაქცინის არსებობა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს და ქვეყანაში ბიზნესები სრული დატვირთვით ამუშავდება.

"სპუტნიკის მომენტი" - ასე აფასებს კირილ დიმიტიევი რუსეთის მიერ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას და პარალელს ავლებს საბჭოთა კავშირის მიერ 1956 წელს გაშვებულ პირვე თანამგზავრზე "სპუტნიკ1".

რუსეთი ამბობს, რომ მათ უკვე აქვთ ვაქცინაზე საერთაშორისო გამოხმაურება და მოთხოვნა. მეტიც, მათ 1 მილიარდ დოზაზე შეკვეთა მიიღეს. ხელშეკრულებით რუსეთმა ყოველწლიურად 500 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა აწარმოოს, არ არის გამორიცხული რუსული კოვიდ19-ის ვაქცინის წარმოება რუსეთსა და ბრაზილიაში მოხდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG