ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრესა პუტინის ჯამრთელობის გაუარესებაზე საუბრობს


იაპონიის პრემიერ მინისტრი, იუშიჯიკო ნოდა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პიტინი
იაპონიის პრემიერ მინისტრი, იუშიჯიკო ნოდა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პიტინი

კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იუშიჰიკო ნოდამ გადადო შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მისი ავადმყოფობის გამო.

იაპონიის პრესაში გამოჩნდა სტატიები რუსეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.

კრემლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა პუტინის ავადმყოფობის შესახებ არსებული ინფორმაცია გაზვიადებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ბატონი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ხერხემალი აწუხებს, რაც სპორტთან არის დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG