ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფუსი რაიოთი“-ს საქმე გრძელდება


ფოტოზე: „ფუსი რაიოთის" ჯგუფის წევრები

მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტ გვერდებიდან ამოღებული უნდა იქნას ქალთა პანკ-როკ ჯგუფის „ფუსი რაიოტის" ვიდეო

მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც ინტერნეტ გვერდებიდან ამოღებული უნდა იქნას ქალთა პანკ-როკ ჯგუფის - „ფუსი რაიოთის" ვიდეო, სადაც ისინი პუტინის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვიდეო რომელიც მოსკოვის მაცხოვრის ტაძარშია გადაღებული, ექსტრემისტულია და მისი დაბლოკვა მოითხოვა. ხულიგნობის და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობის ბრალდებით ჯგუფის ორ შემსრულებელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პუტინის ოპონენტები მომღერლების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG