ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა უბოძა


ედუარდ სნოუდენი ლისაბონის სამიტზე ვირტუალური ჩართვის დროს. 17 დეკემბერი, 2019 წ.
ედუარდ სნოუდენი ლისაბონის სამიტზე ვირტუალური ჩართვის დროს. 17 დეკემბერი, 2019 წ.

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეობა უბოძა ამერიკელ ედუარდ სნოუდენს, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სააგენტოში უსაფრთხოების კონტრაქტორად მუშაობდა. განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი ორშაბათს მოაწერა.

განკარგულება რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სნოუდენი მხოლოდ ერთ-ერთია უცხოეთის 75 მოქალაქეს შორის, ვისაც პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მისცა.

სნოუდენი რუსეთში 2013 წლის შემდეგ ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობის სათვალთვალო პროგრამების შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. ამ უკანონო ქმედების ჩადენისთანავე, შეერთებული შტატების მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის მიზნით, მან ქვეყანა დატოვა.

2020 წელს რუსეთის მთავრობამ მას რუსეთში ცხოვრების უფლება მისცა. სნოუდენმა მაშინ თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამერიკის მოქალაქეობის დათმობას ის არ გეგმავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG