ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ედუარდ სნოუდენი - გმირი თუ მოღალატე?


მსოლიოს ზოგმა ქვეყანამ ამერიკა საჯაროდ გააკრიტიკა მოქალაქეებისა და ლიდერების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციებზე წარმოებული თვალთვალის გამო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:23 0:00
ბმული

ცოტა ხნის წინ ედუარდ სნოუდენი ყველასათვის უცნობი 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორად მუშაობდა. მან ამერიკის მიერ წარმოებული საიდუმლო თვალთვალის პროგრამაზე ინფორმაცია პრესაში გაჟონა და შემდეგ რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

„მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სააგენტოების წინააღმდეგ ვერ გამოხვალ ისე, რომ არ გააცნობიერო, რომ ეს დიდ რისკებს უკავშირდება. ისინი იმდენად გავლენიანი მოწინააღმდეგეები არიან, რომ მათთან დაპირისპირება არავის შეუძლია,“ განაცხადა სნოუდენმა.

დღეს მას მსოფლიოში გმირად ან მოღალატედ იცნობენ. ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ფარული ოპერაციების განყოფილების დირექტორის მოადგილე ჯონ სანო მას მოღალატედ მიიჩნევს:

„ეს მხოლოდ მისი 15 წუთიანი პოპულარობა იყო, თუ მან ინფორმაციის სანაცვლოდ ფულიც მიიღო არ ვიცი. ვიცი ის, რომ მან ფიცი დაარღვია. ჩემი აზრით და დაზვერვის ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლების აზრით, ის მოღალატეა და მეტი არაფერი.“

სნოუდენის მიერ ინფორმაციის გაჟონვამ ამერიკას უდიესი ზიანი მოუტანა, ამბობს კონტრტერორიზმის ყოფილი მაღალჩინოსანი მიშელ ვან კლივი:

„მე ვმუშაობდი ეროვნული უშიშროების ინფორმაციის გაჟონვისა და ჯაშუშობის შედეგად გამოწვეული რისკების შეფასებაზე. სნოუდენის მიერ გამოწვეული ზიანის ათვლა არც კი ვიცი საიდან უნდა დაიწყოს, იქნება ეს ამერიკისთვის თუ მისი მოკავშირეებისთვის მიყენებული დარტყმის მხრივ.“

ზოგიერთმა ქვეყანამ ამერიკა საჯაროდ გააკრიტიკა მათი მოქალაქეებისა და ლიდერების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციებზე წარმოებული თვალთვალის გამო. პროტესტის გრძნობა გაუჩნდა ზოგიერთ ამერიკელსაც. კირკ ვეიბი ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ ასეთი თვალთვალი ამერიკის კონსტიტუციას არღვევს, ხოლო სნოუდენი კი გმირია:

„ის ისტორიაში ერთ-ერთ პოპულარულ ადამიანად შევა იმის გამო, რომ ნათელი მოჰფინა ბნელ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკულ მმართველობასა და ცხოვრების სტილს.“

ამ ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს გააგრძელოს თვალთვალის პროგრამა, თუმცა სურს მასზე მეტი კონტროლი დააწესოს. ახალი ინიციატივების განხორციელება ეროვნული უშიშროების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს დაევალება, რომელიც გენერალ კით ალექსანდერს მომავალ წელს შეცვლის.

სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს ასევე მოუწევს ამერიკის კონგრესი დაარწმუნოს იმაში, რომ კარგად იცნობს სადაზვერვო ტექნოლოგიებს. მას ასევე მოუწევს 2013 წელის მოვლენების შედეგად დემორალიზებული მრავალრიცხოვანი პერსონალის მოტივირება.
XS
SM
MD
LG