ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენს ამერიკაში დაბრუნება სურს


ედუარდ სნოუდენს, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც ორგანიზაციის ბევრი მნიშვნელოვანი საიდუმლო გაამჟღავნა, სამშობლოში დაბრუნება სურს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს, ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ ჟურნალისტ -ბრაიან უილიამსთვის- მიცემულ პირველ ამერიკულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, წავიდოდა თუ არა ის გარიგებაზე შტატებში დასაბრუნებლად, სნოუდენმა უპასუხა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ის დარწმუნდება, რომ დაზვერვის პროგრამები რეფორმირებულია და რომ საკუთრი საქციელით ის საკუთარ ოჯახს და ამერიკელ ხალხს დაეხმარა.

სნოუდენის თქმით, მისი ქმედების შედეგად ამერიკის მთავრობამ ხელისუფლების სამივე შტოში გარდაქმნები განხორციელდა. დაზვერვის სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი საკუთარ თავს შეერთებული შტატების პატრიოტად აღიქვამს. ჯერჯერობით კი სნოუდენი რუსეთის ხელისუფლებას მიცემული დროებითი თავშესაფრის ვადის გაგრძელებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG