ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა საომარი მდგომარეობა უკრაინის 4 ანექსირებულ რეგიონში გამოაცხადა


მოსკოვმა რუსეთის მიერ უკრაინაში ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ადგილობრივ მთავრობას დამატებითი საგანგებო ძალაუფლება გადასცა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს გამოსცა.

საომარი მდგომარეობით გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გადაწყვეტილება ძალაში ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს შევა. ის გავრცელდება ე.წ. დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქებში - რუსეთის მიერ ანექსირებულ ოთხივე რეგიონში.

“ვმუშაობთ ძალიან რთული, მსხვილმასშტაბიანი პრობლემების გადაჭრის საკითხებზე, რათა უზრუნველვყოთ რუსეთის უსაფრთხოება და უსაფრთხო მომავალი, დავიცვათ ჩვენი ხალხი" - თქვა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შეხვედრის დასაწყისში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

იმავე დღეს, პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა. ბრძანებულება შეეხო 8 რეგიონს, რომელთა შორისაა კრასნოდარი, ბელგოროდი, ბრიანსკი, ვორონეჟი, კურსკი და როსტოვი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG