ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინის ელექტროენერგიისა და წყლის ინფრასტრუქტურები გაანადგურა


უკრაინული მხარის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთმა ქვეყნის ენერგო სადგურების, თითქმის, მესამედი გაანადგურა. დასავლეთში ამბობენ, რომ ეს მოსკოვის მხრიდან, ზამთრის მოახლოებასთან ერთად სტრატეგიაა, რომლის მიზანიც უკრაინის ყურადღების ამ მიმართულეებით გადატანა და მოსახლეობის დემორალიზებაა.

სარაკეტო თავდახმის შედეგად, უკრაინაში რამდენიმე-მილიონიანი ქალაქების ელექტრო სადგურები გამოვიდა წყობიდან. მოსკოვმა აღიარა, რომ მათი სამიზნე, მართლაც ელექტროენერგიის წყაროები იყო. კიევში კი ამბობენ, რომ თავდასხმების შედეგად, დაზიანდა წყლის მიმწოდებელი ინფრასტრუქტურაც.

"სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულია... მთელი ქვეყანა უნდა მოემზადოს შუქის, წყლისა და გაზის გათიშვისთვის",- განაცხადა კირილო ტიმოშენკომ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას.

"10 ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის ენერგო სადგურების 30% განადგურებულია, რაც მასობრივად იწვევს უშუქობას ქვეყანაში",- დაწერა ტვიტერზე ზელენსკიმ.

ბოლო დაბომბვების შემდეგ, სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა მიკოლაევში, ხოლო ოთხი კიევში.

XS
SM
MD
LG