ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ბრიუსელში ევროპელ ლიდერებს ხვდება


მხარეები განიხილავენ ენერგო, სავაჭრო, ადამიანის უფლებებისა და სირიის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბრიუსელში მიმდინარე სამიტს ესწრება, სადაც ევროპელ ლიდერებს ხვდება. მხარეები ენერგო, სავაჭრო, ადამიანის უფლებებისა და სირიის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.

პარასკევს პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროსოს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის შეხვდა.
ევროპის ენერგომომარაგებას დიდწილად რუსეთი უზრუველყოფს, თუმცა იმ ფონზე, რომ ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ ენერგომომარაგების ალტერნატიული გზების გამონახვას, რუსეთის უპირატესობა ნელ-ნელა იკლებს.

XS
SM
MD
LG